დღის სიახლეები
დღეიდან დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.
სამინისტროს ცნობით, ფასის ზედა ზღვარი, საერთო ჯამში, 1100-ზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს და უახლოეს მომავალში მედიკამენტების სია კიდევ უფრო გაიზრდება.
"რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან", – ვკითხულობთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მსგავსი
დღის გადაცემები