დღის სიახლეები
დღეს, კორონავირუსით 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა
დღეს, კორონავირუსით 313 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ვითარება საყურადღებოა თბილისში. მარინა ენდელაძე მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.
დღეს, აჭარაში 250 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და covid-სასტუმროებიდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.
სრული მონაცემებით კოვიდ - 19-ით 5866 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც საერთო ინფიცირების 50%- ია.
მსგავსი
დღის გადაცემები