დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება. 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება მე-2 შემთხვევა ისტორიაში, როდესაც იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე კი პარაოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ოლიმპიადაზე სპორტსმენები ერთმანეთს 33 სახეობაში დაუპირისპირდებიან, პარაოლიმპიადაზე კი - 22 სახეობაში. სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება. ოლიმპიადა გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამტკიცებს, რომ ოლიმპიადა, რომელიც მაყურებლის გარეშე ჩატარდება, „უსაფრთხო და დაცული" იქნება. საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
დღის სიახლეები
დღეს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა იწყება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები