25.11.2024 | 00:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროატლანტიკური კურსი - უკრაინა კონსტიტუციის ჩანაწერს ცვლის [ვიდეო]

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყო. უკრაინის პირველი პირები ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. ასეთივე ჩანაწერი არსებობს საქართველოს უმაღლეს კანონშიც, თუმცა საფრთხეებს არ იზიარებს „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დღეს ზელენსკისა და მისი გარემოცვის განცხადებების რევიზიით იყო დაკავებული.

უკრაინაში ნეიტრალიტეტზე დისკუსია გაიხსნა, სამხედრო მიუმხრობლობას მხარს უჭერს საზოგადოება, ქვეყნის პრეზიდენტმა კი ნატოს ღია კარი გაიჯახუნა და სამხედრო ალიანსი ტყუილში ამხილა. განცხადებები გაკეთდა უკრაინასა და საქართველოში. 

დღის გადაცემები