24.11.2024 | 20:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ამზადებს [ვიდეო]

ევროკავშირი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს ამზადებს. ბრიუსელი დავის დაწყებას კვირის ბოლოსთვის გეგმავს.  სასამართლო დავა კონკრეტულ ვადებში ბლოკისთვის დაპირებული დოზების დეფიციტურ მიწოდებას უკავშირდება. აღნიშნული საკითხი, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ელჩების მიერ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, სამართლებრივ პროცესში რამდენიმე ქვეყნის მთავრობა სრულად ჩართული არ არის. პროცედურებს ხუთიდან შვიდ კვირამდე დასჭირდება და ევროკომისია დედაქალაქებს მოუწოდებს  პროცესს შეუერთდნენ. კომპანია „ასტრაზენეკამ“ პირველ კვარტალში ევროკავშირის 120 მილიონი დოზა ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა.

დღის გადაცემები