24.11.2024 | 22:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი  ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს განიხილავს [ვიდეო]

ევროკავშირი  ბუნებრივი აირის სტრატეგიული რეზერვის შექმნის საკითხს განიხილავს. ესტონეთში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ  ევროპელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ძირითადად ბუნებრივი აირის გაძვირებამ გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს მეტი ინვესტიციების დაბანდება მოუწია განახლებული ენერგიის წყაროების განვითარებაში, რაც ევროპას მეტ დამოუკიდებლობას და სტაბილურ ფასებს მოუტანს. სხვა პროექტების განხორციელებაზე ევროპელი ლიდერები 20-21 ოქტომბერს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ. ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი რეკორდულ ნიშნულ აღწევს. ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 000 კუბური მეტრი გაზი 1 250 დოლარი ღირს.

დღის გადაცემები