24.11.2024 | 20:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი ირანს მკაცრი სანქციებით ემუქრება

თუკი დადასტურდება თეირანის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, ევროკავშირი ირანს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ RBC Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო კვირებში უკრაინაში მომხდარი საჰაერო თავდასხმები სწორედ ირანული "კამიკაძე-დრონებით“ განხორციელდა. 

თავის მხრივ ირანი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დრონები არ მიუწოდებია. 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა თქვა, რომ ევროკავშირმა მკაცრად უნდა უპასუხოს კიევზე ახალ საჰაერო თავდასხმებს.

"რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ირანული თვითმფრინავები აშკარად გამოიყენება კიევის ცენტრში თავდასხმისთვის, ეს არის სისასტიკე", - თქვა კოფოდმა და დასძინა, რომ ამის საპასუხოდ ევროკავშირმა ნაბიჯები უნდა გადადგას. 

ცნობისთვის, ირანი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დრონები არ მიუწოდებია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ნასერ ქანაანის განცხადებით, გამოქვეყნებულ ამბებს იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის, აქვს პოლიტიკური ამბიციები და მას დასავლური წყაროები ავრცელებენ. 

დღის გადაცემები