ევროკავშირის მასშტაბით ზაფხულის სეზონისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერტიფიკატის“ შემოღების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. დოკუმენტი ციფრული ფორმით იარსებებს, სადაც მითითებული იქნება ყველა ის დეტალი, რომელიც კოვიდ-19-ს უკავშირდება, კერძოდ - პირის მიერ გადატანილი დაავადება, ტესტების შედეგები და ვაქცინაცია. ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლებათ საშვის მიღება, თუ მათ სამი პუნქტიდან ერთ-ერთი მაინც აქვთ. ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია. ბარათის მოთხოვნა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებმაც ვაქცინის ჯერ მხოლოდ პირველი დოზა მიიღეს. ამ დროისთვის მედიკამენტების ევროპულ სააგენტოს ავტორიზებული აქვს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები. „მწვანე სერთიფიკატები“ ძალაში 1 ივლისადან შევა.
დღის სიახლეები
ევროკავშირი "მწვანე სერთიფიკატების" შემოღებაზე შეთანხმდა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები