დღის სიახლეები
ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს [ვიდეო]
ევროკავშირი პოლონეთის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დავას იწყებს. სამართლებრივი პროცედურა პოლონეთის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო იმართება, რაც პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ კითხვები პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითცარსებობს. მანამდე, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესი პოლონეთის ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს.
მსგავსი
დღის გადაცემები