24.11.2024 | 19:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 სექტემბრამდე, გაუხანგრძლივა.

საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია "მათ წინააღმდეგ ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე“.

სანქციები ვრცელდება 1 473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე. იგი მოიცავს მოგზაურობებზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

"ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, რომელიც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და უკრაინასა და მისი ხალხისთვის უზარმაზარი ტანჯვა და ნგრევა მოაქვს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი ომი", - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

დღის გადაცემები