დღის სიახლეები
ევროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს
ვროკავშირი უკრაინას 12 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო, დამცავ და სპეციალიზებულ აღჭურვილობებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, აღნიშნული დახმარება განკუთვნილი იქნება ისეთი რისკებისთვის, როგორიცაა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საფრთხეები.
"რადგან უკრაინის საავადმყოფოებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამედიცინო აღჭურვილობა, ევროკავშირი მათ გადასცემს პაციენტის დაკვირვების მონიტორებს, საინფუზიო ტუმბოებსა და ვენტილაციის აპარატებს, სამედიცინო პერსონალის დამცავ აღჭურვილობასთან ერთად, როგორიცაა, ნიღბები და ხალათები", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ამასთან, მედია იუწყება, რომ აღნიშნული დახმარება უკრაინას ევროკავშირის საგანგებო მარაგებიდან მიეწოდება.
მსგავსი
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
20.09.2022 / 14:12
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
დღის გადაცემები