დღის სიახლეები
ევროკავშირი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიას ირჩევს [ვიდეო]
ევროკავშირი უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის გზებს დიპლომატიის საშუალებით ეძებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ვითარების დეესკალაციისთვის ბრიუსელი მოსკოვისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოელის. შარლ მიშელის თქმით ევროკავშირს არ შეუძლია დიპლომატიური ძალისხმევის მუდმივად გამოყენება, იმ დროს როცა მეორე მხარე საზღვრებთან ჯარების კონცენტრაციას ახდენს. ევროკავშირმა უკრაინას რეფორმების გასატარებლად 1.2 მილიოარდის ოდენობით სესხი გამოუყო. ამავე დროს უკრაინაში პირველად ქვეყნის ერთიანობის დღე აღინიშნა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინას პროგნოზებებისა და მტრების აარ ეშინია, ამიტომ ქვეყანა თავს როგორც 16 და 17 თებერვალს, ასევე წლის ნებისმიერ დროს დაიცავს.
მსგავსი
დღის გადაცემები