27.11.2024 | 13:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან

საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან.

აღნიშნულ საკითხზე ელჩს კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს.

"სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს ქართველებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, შემიძლია სრულად გავიგო, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით გამოიწვია რუსების შემოდინება, მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

დღის გადაცემები