ევროკავშირის ლიდერებმა ბირუსელში 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მომდევნო 7 წლის ბიუჯეტისა და პანდემიის შემდეგ განვითარების ფონდის შესახებ შეთანხმებას ევროპული სახელმწიფოების მეთაურებმა მას შემდეგ მიაღწიეს, რაც უნგრეთმა და პოლონეთმა ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვეს. ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა. „ახლა ჩვენ შეგვიძლია განხორციელება დავიწყოთ და ეკონომიკა აღვადგინოთ,“ -წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა წინ მიიწევს“. ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს. 1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
დღის სიახლეები
ევროკავშირის ლიდერებმა ბირუსელში 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს
მსგავსი
დღის გადაცემები