დღის სიახლეები
ევროკავშირის საბჭომ, ევროკავშირის წევრობაზე, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები განიხილა [ვიდეო]
ევროკავშირის საბჭომ განიხილა ასოცირებული ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამივე ქვეყნის განაცხადი, გადაეგზავნოს ევროკომისიას. წევრობის აუცილებელ კრიტერიუმებს შორის არის რეფორმები, რომელიც სამივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ევროპარალენტარების მხრიდან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. სტრაზბურგში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც საუბრის მთავარი თემა ევროპაში არსებულ საფრთხეებს შეეხება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ქართული მხარე ეხმაურება და იმედოვნებენ, რომ ქვეყნის განაცხადი, ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დადებითად გადაწყდება.
მსგავსი
დღის გადაცემები