ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს გზავნის. კრისტიან დანიელსონი იმ მოლაპარაკებებში ჩაერთვება, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეფასებების საგანი გახდა ოფიციალურ თბილსში. მმართველი პარტია, რომელიც თავს სუვენერული სახელმწიფოს მშენებლობით იწონებს ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის ქვეყანაში ჩამოსვლა მოლაპარაკებების პროცესს წინ წაწევს. თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ, იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მათ პროცესში ეკისრებათ. კითხვაზე, რატომ ვერ შეძლეს მოლაპარაკების აქტორებმა პატრნიორების დახმარების გარეშე საერთო აზრამდე მისვლა- მეოცნებე ხელისუფლება ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელისუფლების უგუნურობით ხსნიან "პატრიოტთა ალიანსში". პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, ამბობენ, რომ შარლ მიშელი პირადად დარწმუნდა "ქართული ოცნების" არასწორ ქმედებებში. შესაბამისად, ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ამ რეალობიდან გამომდინარეობს.
შარლ მიშელი და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლები პოლიტიკურ აქტორებს მოუწოდებენ, რომ კონსტრუქციული დიალოგის გზით მივიდნენ იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყნას პროევროპული გზისთვის სჭირდება.