დღის სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
უნგრეთის გარდა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით მოწოდებას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირის წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო თათბირი ჩაატარეს, რათა ახლოარმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გამოემუშავათ. საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით ბრიუსელი ისრაელის უფლებას თავდაცვაზე მხარს უჭერს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან თანხვედრაში უნდა იყოს. ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა ისრაელელებს და პალესტინელებს ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს.
მსგავსი
დღის გადაცემები