24.11.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნების დროშის დაზიანებაზე ფულადი სანქციები დაწესდება [ვიდეო]

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, დასავლეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყანათა დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.

კანონპროექტის პირველადი ვერსიით დროშის დაზიანებისთვის  1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იმავე პირის მიერ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

დღის გადაცემები