დღის სიახლეები
ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი საერთო სტრატეგია დაამტკიცა [ვიდეო]
ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი საერთო სტრატეგია დაამტკიცა. 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა სახის კრიზისების საპასუხოდ ბლოკს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება. დოკუმენტი წარმოადგენს კონკრეტულ და ქმედითუნარიან წინადადებებს, განხორციელების ზუსტი ვადით, რათა გააუმჯობესოს ევროკავშირის კრიზისების მართვის უნარი, დაიცვას უსაფრთხოება და მოქალაქეები. გეგმა მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველა ასპექტს და სტრუქტურირებულია ოთხ საყრდენზე: მოქმედება, ინვესტიცია, პარტნიორი და უსაფრთხოება.
მსგავსი
დღის გადაცემები