დღის სიახლეები
ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ 2023 წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას - ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ მომავალ წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას, თუ რუსეთი კიდევ შეწყვეტს გაზის მიწოდებას.
სააგენტომ მოუწოდა მთავრობებს, უფრო სწრაფად იმოქმედონ ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წელს შეწყვიტა გაზის მიწოდება, ევროპამ თავიდან აიცილა სერიოზული დეფიციტი და ზამთარს გაზით მომარაგებული შეხვდა, თუმცა, მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი იყოს", - წერს Reuters-ი.
ევროკავშირის მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირში გაზის მთლიანი მოხმარება 412 მილიარდი კუბური მეტრი იყო.
მსგავსი
დღის გადაცემები