24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ევროკავშირში რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ევროკავშირს, ადრე თუ გვიან, მოუწევს რუსეთს გაყინული აქტივები დაუბრუნოს

დასავლეთში გაყინული რუსული სახსრების მიტაცების ნებისმიერი ფორმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, ადრე თუ გვიან, მათი დაბრუნება მოუწევთ, - ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, კირილ ლოგვინოვმა განაცხადა.

"რამდენი კონსულტაციაც არ უნდა გაიაროს ევროკავშირმა, "დიდმა შვიდეულმა", რა ფორმაც არ უნდა გამოიგონონ რუსული აქტივების ჩამორთმევისთვის, ნებისმიერი "ქურდული სქემა" ზოგადად მიღებულ სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ლოგვინოვმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფო აქტივები რაიმე მიზეზით დაიკარგება, ევროკავშირი იძულებული იქნება, რუსეთს ზარალი ევროპელი გადამხდელების ჯიბიდან აუნაზღაუროს.

დღის გადაცემები