დღის სიახლეები
ევროკავშირში ციფრული კოვიდპასპორტების სისტემა დაინერგება [ვიდეო]
ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე გახდება.- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისივე თქმით, სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ. ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ციფრული „კოვიდპასპორტების“ გაცემა ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე განიხილეს. საბერძნეთი, ესპანეთი და იტალია მიიჩნევენ, რომ ამგვარი სქემა საჰაერო მიმოსვლას გაამარტივებს, რაც ტურისტულ სეზონს ხელს შეუწყობს.
მსგავსი
დღის გადაცემები