დღის სიახლეები
ევროკომისია ვაქცინაციის შესახებ ელექტრონული პასპორტის პროექტს თვის ბოლომდე წარადგენს
ევროკომისია მარტის ბოლომდე კორონავირუსზე ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატის პროექტს მარტის ბოლომდე წარადგენს. ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ-ლაინენის განცხადებით, ელექტრონული დოკუმენტი ევროპელებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს. ამავე დროს ე.წ. მწვანე პასპორტების მოწინააღმდეგეები უფრთხიან, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით დოკუმენტი არ ექნებათ, შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან რიგ ევროპულ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი დაგეგმილ გრაფიკს ჩამორჩება.
მსგავსი
დღის გადაცემები