დღის სიახლეები
ევროკომისია რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირში რუსეთის იმ მოქალაქეების დაშვების კრიტერიუმებს შეიცავს, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ ევროკომისია რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის იმ მოქალაქეების დაშვების კრიტერიუმებს შეიცავს, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
ერიკ მამერის თქმით, თავშესაფრის მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ საზღვარზე მისვლა, არამედ მნიშვნელოვანია თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის წარდგენა.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გარე საზღვრებზე რუსეთიდან მიგრანტების ნაკადთან დაკავშირებით არსებული ვითარება სტაბილურია და აღნიშნა, რომ ნაკადი რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გაიზარდა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
20.09.2022 / 14:12
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ
დღის გადაცემები