დღის სიახლეები
ევროკომისიაში ახალი ორგანოს შექმნა იგეგმება, რომლის მიზანიც შესაძლო პანდემიისთვის მომზადება იქნება [ვიდეო]
ევროკომისიის სტრუქტურაში ახალი ორგანო შეიქმნება, რომლის მიზანიც მომავალში შესაძლო პანდემიისთვის მზადება და კონტრზომების შემუშავება იქნება. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს ინფორმაციას. ახალი სააგენტოს შექმნაზე დისკუსია უახლოეს დღეებში იგეგმება, 16 სექტემბერს კი მის შესახებ დეტალები გახდება ცნობილი. გამოცემის მიხედვით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 ჯანდაცვის სფეროში უკანასკნელი გამოწვევა არ არის, ამიტომ ევროგაერთიანება მზად უნდა იყოს არა მხოლოდ პანდემიის რისკების, არამედ ბიოტერორიზმისთვისაც.
მსგავსი
დღის გადაცემები