ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და კრისტიან დანიელსონის ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ევროდეპუტატებმა გამოაქვეყნეს. ისინი ევროკავშირს საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. გარდა ამისა, ევროპელი პარლამენტარების განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უწინდებურად ვეღარ გაგრძელდება. ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში. პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. მეოცნებე ხელისუფლება კი თავს მხოლოდ იმშვიდებს, რომ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია ოფიციალური არ არის. განსხვავებულია კარლ ჰარცელის შეხედულება, რომელიც მხარეებს პირდაპირ მოუწოდებს, ამ განცხადებებს სერიოზულად მიუდგნენ.
დღის სიახლეები
ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებაზე ალაპარაკდნენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები