ევროპარლამენტის წევრი იერონ ლენარსი ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის გარშემო აგორებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა.
"მიჭირს იმ სიბრაზის გადმოცემა, რაც მომხდარი სკანდალის გამო მაქვს. ვეთანხმები ევროკომისარს - სირცხვილი მაქვს. რაც მოვისმინეთ და რაზეც ინფორმაცია ვრცელდება, Netflix-ის ფილმს ჰგავს - ფულით სავსე ჩემოდნები სახლებში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაა Netflix-ი. ეს სიმახინჯეა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში" - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი იერონ ლენარსი.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა