ევროპის მედიკამენტების სააგენტო დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარშემო არსებული შეკითხვების შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს. ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოში ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 13-მა ქვეყანამ „ასტაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად აცრილ მოქალაქეებში გამოვლენილი თრომბის შემთხვევები დასახელდა. მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი მეტია, ვიდრე შესაძლო საფრთხეები. ამიტომ, სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევიან. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თრომბოემბოლია მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის გავრცელებით მესამე ადგილზეა. ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ თრომბის შემთხვევები „შესაძლოა, არ იყოს ვაქცინით გამოწვეული, თუმცა ეს საკითხი დამატებით კვლევებს საჭიროებს“. ევროკავშირსა და ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან თრომბოემბოლია 37 პაციენტში გამოვლინდა.
დღის სიახლეები
ევროპის მედიკამენტების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ დეტალურ ანგარიშს წარადგენს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები