ევროპის წამლის სააგენტო EMA-მ დასკვნის თანახმად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გამოწვეული თრომბოზი პრეპარატის იშვიათა უკუჩვენებათა ჩამონათვალში უნდა დაფიქსირდეს. ევროპული რეგულატორის აზრით, ვაქცინაზე ორგანიზმის ასეთი იმუნური პასუხი სიმართლესთან ახლოს არის. ევროპის წამლის სააგენტოს მონაცემებით ტრომპოზის რისკის ქვეშ 60 წლამდე ქალები არიან. საშიში გვერდითი მოვლენები, რომლებმაც მათი სიკვილი შეიძლება გამოიწვიოს, „ასტრაზენეკით“ აცრის შემდეგ, შესაძლოა 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდეს. 22 მარტისთვის სააგენტომ უკვე 60-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როცა აცრილებში ტრომბოზები განვითარდა, ხოლო 18 მათგანი გარდაიცვალა. მას შემდეგ რაც „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის შემდეგ გაჩნდა ცნობები გარდაცვალების შესახებ, პრეპარატს სახელი გადაერქვა და „ვაქსზევრია“ დაერქვა. აღნიშნული პრეპარატით 30 წლამდე ქალების ვაქცინაციის შეჩერების რეკომენდაცია ასევე დიდი ბრიტანეთის წამალზე კონტროლის სააგენტომაც გასცა.
დღის სიახლეები
ევროპის წამლის სააგენტო - "AstraZeneca" ნამდვილად იწვევს თრომბოზს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები