24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეკა სეფაშვილი: "დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე თავად გადაიკითხავს ამ კანონპროექტს, აღარ ენდობა ოპოზიციისა და რადიკალების ცრუ ნარატივს და თვითონვე გამოიტანს შესაბამის დასკვნებს"

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"გუშინდელი დღე იყო შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე იმ რადიკალების მიერ, რომელთაც არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროს გამჟღავნება. დეზინფორმაციული კამპანიის, "ფეიკნიუსების" გავრცელებით, მანიპულაციური დასკვნებით შეძლეს საზოგადოების ღირსეული წევრების, ჩვენი ახალგაზრდებისა და არა მარტო მათი შეცდომაში შეყვანა. თუმცა ეს არის დროებითი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე თვითონაც გადაიკითხავს ამ კანონპროექტს, აღარ ენდობა ოპოზიციისა და რადიკალების ცრუ ნარატივს და თვითონვე გამოიტანს შესაბამის დასკვნებს. დარწმუნებული ვარ, აქციები გაგრძელდება, თუმცა სულ უფრო და უფრო ნაკლები მომხრე ეყოლება მათ მოწოდებებს. მათთვის სამწუხაროდ, მოლოდინი, რომ ჩვენ ამ კანონპროექტს უკან გავიწვევთ, არ გამართლდება", – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის გადაცემები