ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე - "საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში.
ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და NATO-ს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და იტალია. რუსული Brent-ის ტიპის ნავთობი დაახლოებით 45%-ით იაფია, ვიდრე ალტერნატიული მიწოდების წყაროები.
ბუნებრივია, სიიაფის გამო მას მიმზიდველობა დღემდე არ დაუკარგავს, მიუხედავად სანქციებისა. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე ასახვას, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე. აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში.
დღის სიახლეები
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე - "საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში"
მსგავსი
დღის გადაცემები