24.11.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ეკონომიკური ვარდნის საგანგაშო ნიშნული

გაჩერებული ბიზნესი, შემცირებული სამუშაო ადგილი და უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა - ასეთია საქართველოს ეკონომიკური რეალობა. ქვეყანაში არსებული მაღალი ფასების გამო ოჯახებს თავის რჩენა უჭირთ. გასული თვის განმავლობაში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა მხოლოდ 15.6 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 95%-ით ნაკლებია - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

მხოლოდ ბოლო ორი თვის - აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი ტურიზმიდან წლიურ ჭრლში 700 მილიონი დოლარით არის შემცირებული. უფრო დეტალურად - სექტემბერში ტურიზმის შემოსავლების კლებამ 303 მილიონი დოლარი, აგვისტოში კი 397 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ტურისტული ნაკადების შემცირებას სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი კლებაც ერთვის თავს, რის გამოც მოსახლეობას საბანკო ვალდებულებების გადახდა უჭირთ. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ღიად საუბრობს მოსახლეობა.

დღის გადაცემები