დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი - „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა „თალიბანს“ მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნონ [ვიდეო]
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა „თალიბანს“ საერთაშორისო აღიარების პირობების შესახებ მკაფიო შეტყობინება უნდა გაუგზავნოს. მისი თქმით, საერთაშორისო აღიარებას ფასი უნდა ჰქონდეს, მოთხოვნის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კი ავღანელი ქალების ღირსება, ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა უნდა იყოს. „ჩვენ, ევროპელებმა, ამერიკელებმა, ჩინეთმა, რუსეთმა, აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის და ლათინური ამერიკის დიდმა ძალებმა, ყველამ ერთად, უნდა გავაგზავნოთ მკაფიო მესიჯი, რომ ჩვენ „თალიბანის“ აღიარებისთვის პირობებს ვაყენებთ,“- აღნიშნა მაკრონმა. „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარე თვეში რომში გაიმართება.
მსგავსი
დღის გადაცემები