19.05.2024 | 11:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი: "ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატოზე, ევროპის ქვეყნებმა უნდა განავითარონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები"

"ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატოზე, ევროპის ქვეყნებმა უნდა განავითარონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა

მაკრონმა ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასთან ერთად, რუსეთმაც უნდა მიიღოს.

"ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა არ არსებობს სტრატეგიული ავტონომიის გარეშე, ნატოში და ნატოსთან ერთად. მაგრამ არა ნატოზე დამოკიდებულებით. ალიანსი არ არის ის, რაზედაც დამოკიდებული უნდა იყო. ალიანსი არის ის, რასაც ვირჩევ. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული ავტონომია, მათ შორის აშშ-სგან", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. 

დღის გადაცემები