დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი - საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს [ვიდეო]
საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება პროცესები, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, დეესკალაციაზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია,“- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.
მსგავსი
დღის გადაცემები