24.11.2024 | 22:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები.

მომხდარს ეროვნულ ღირებულებებზე თავდასხმა უწოდა.

„კიდევ ერთხელ მოხვდა ჩვენი ქვეყანა ისლამისტი ტერორისტის თავდასხმის ქვეშ. კიდევ ერთხელ, ამ დილას, ჩვენი სამი თანამოქალაქე მოკლეს ნიცაში ნოტრ-დამის ტაძარში და ცხადია, თავს დაესხნენ მთელს საფრანგეთს. თუკი ჩვენ კიდევ ერთხელ თავს დაგვესხნენ, ეს ჩვენი ღირებულებების გამო მოხდა“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

დღის გადაცემები