24.11.2024 | 23:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ენგურის ხიდის გაიხსნას თბილისში გამოეხმაურნენ [ვიდეო]

თითქმის ერთწლიანი მოლოდინის შემდეგ ენგურის ხიდი გაიხსნა. დროებით საზღვარს იქითა საქართველოსთან და პირიქითა მიმართულებით გადაადგილება, ოფიციალური მიზეზით, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა. ენგურის ხიდზე მიმოსვლა დილიდან დაიწყო. მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობს. აღნიშნავენ, რომ მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენსიაა, თუმცა მისი მიღება პრობლემატურია.

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თავდაპირველად გარკვეული კატეგორიის პირებს შეეხებათ. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.  მინისტრის განცხადებით ენგურის ხიდზე შეიქმნება შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანს.

დღის გადაცემები