დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი: "აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს - პირდაპირი დიალოგი ყველაზე სწორი გზაა უთანხმოების გადასაჭრელად"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.
ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მდივანმა "ტვიტერის" გვერდზე გააკეთა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი არის ყველაზე სწორი გზა აზერბაიჯანული და სომხური უთანხმოების გადასაჭრელად“ , - აღნიშნა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში 16 ივლისს შედგა.
მსგავსი
დღის გადაცემები