აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს. თუმცა, ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის სურვილი აქვს. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ღრმად შეშფოთებულები“ არიან რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო. „ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი - აშშ რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები