დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს
აშშ უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ცნობით უკრაინის თავდაცვისთვის იარაღსა და აღჭურვილობას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გამოყოფენ. უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი შეიარაღება მოიცავს HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს და 155-მილიმეტრიან საარტილერიო სისტემებს, რომლებსაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "უკრაინის ძალები ასე ეფექტიანად იყენებენ ბრძოლის ველზე თავიანთი ქვეყნის დასაცავად".
მსგავსი
დღის გადაცემები