დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი - ბაიდენის ადმინისტრაციას აზიაში კონფლიქტი არ სურს [ვიდეო]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ვიზიტისას აზიაში ჩინეთის პოლიტიკა გააკრიტიკა. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აზიაში კონფლიქტი არ სურს, ამიტომ უზრუნველყოფს, რომ ჩინეთთან კონკურენცია კატასტროფულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
„ჩვენ მივიღებთ სტრატეგიას, რომელიც უფრო მჭიდროდ გააერთიანებს ჩვენი ეროვნული ძალაუფლების ყველა ინსტრუმენტს - დიპლომატიას, სამხედრო სფეროს, დაზვერვას - ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ - განაცხადა ბლინკენმა.
მსგავსი
დღის გადაცემები