აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა. საფრანგეთის დედაქალაქში ბლინკენი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს. დიპლომატის თქმით, უფსკრული მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებს შორის კლიმატის ცვლილებით და გლობალური პანდემიით კიდევ უფრო ღრმავდება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები ეკონომიკურ წარმატებას ძირითადად მთლიანი შიდა პროდუქტისა და საფინანსო ბირჟების ინდიკატორის მიხედვით აფასებენ, რაც მილიონობით მშრომელი ოჯახის რეალობას არ ასახავს. მისივე თქმით, ასეთ უპრეცედენტო ზრდას ხშირად თან ახლდა მზარდი უთანასწორობა. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას ამის გამოსწორება შეუძლია.
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები