დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა უკრაინის თემაზე მწვავედ იკამათეს [ვიდეო]
ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სტოკჰოლმში უკრაინის თემის განხილვისას მწვავე კამათი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 1 დეკემბერს, არაფორმალური ვახშმის დროს, იკამათეს, რომელსაც ასევე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს, ლავროვმა განაცხადა, რომ 2014 წლის უკრაინის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალება იყო, ხოლო ნატო და ევროკავშირი განსხვავებულ აზრს ახშობენ და რუსეთს ემუქრებიან. ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ 2014 წლის მოვლენებისას ვიქტორ იანუკოვიჩისადმი ლოიალურმა ძალებმა კიევში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს რა დროსაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა.
მსგავსი
დღის გადაცემები