დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო მდივნის მხრიდან განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია იყო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახალ სტრატეგიულ შეიარაღებაზე, ახალი კონტროლის აუცილებლობაზე, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ბირთვული იარაღისა და ჩინეთიდან მზარდი საფრთხისკენ.
სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, იმოქმედოს მტკიცედ ქვეყნის ინტერესების დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე მის მოკავშირეებს.
მსგავსი
დღის გადაცემები