დღის სიახლეები
ერგნეთში რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. ასევე, ყურადღება გამახვილდება ოკუპირებული რეგიონის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ბოლო შეხვედრა ერგნეთში სექტემბერში გაიმართა.
მსგავსი
დღის გადაცემები