26.11.2024 | 11:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანი: "თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსში წევრობას, თუ მადრიდის სამიტზე გაკეთებული დაპირებები არ შესრულდება"

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაერთიანებთ უსაფრთხოების რგოლებს სირიაში იმ უკანასკნელი ტერიტორიების გასაწმენდად, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ბუდობს. ჩვენი გადაწყვეტილება, შევქმნათ 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ხაზი ჩვენი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ ძალაში რჩება", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში წევრობას, თუ მადრიდის სამიტზე გაკეთებული დაპირებები არ შესრულდება.

"იმ სახელმწიფოების წევრობა, რომლებშიც "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები უწესოდ იქცევიან, ზიანს აყენებს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ნატო იცავს. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მკაფიო და მტკიცე პოზიციას ფინეთისა და შვედეთის მიმართ. ნატოს არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს უსაფრთხო თავშესაფარი FETÖ-ს ლაჩრებისა და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტებისთვის, რომლებიც თურქეთის მართლმსაჯულებას გაექცნენ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დღის გადაცემები