დღის სიახლეები
ერდოღანი - თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას [ვიდეო]
„თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გამოვავლინეთ მკაფიო პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით ყირიმში, რომელიც საზიანოა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია,“ - ასეთ განცხადებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აკეთებს. როგორც ერდოღანმა აღინიშნა, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას, ვითარების დეესკალაციის მიზნით უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უმასპინძლოს. „თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს მანამ, სანამ ის ახალ კრიზისად გადაიქცევა“, - განაცხადა ერდოღანმა.
მსგავსი
დღის გადაცემები