24.11.2024 | 22:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ერდოღანმა კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა [ვიდეო]

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა  და რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის მოგვარების საქმეში  შუამავლობა შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა კვლავ პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმს კი მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. „თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული კრიზისის მოგვარებაში. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე დღევანდელი მოლაპარაკებების დროს, რომ ჩვენ მოხარული ვიქნებით ვუმასპინძლებთ სამიტს სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ან მხარეთა კონსულტაციებს ტექნიკურ დონეზე,“ - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში  ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის უკრაინაში თურქული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების „ბაირაქტარების“ წარმოებას. კრემლმა მანამდე განაცხადა, რომ კიევისთვის ამ იარაღის მიწოდებას დონბასში ვითარების გამწვავების პოტენციურ საფრთხედ აფასებს.

დღის გადაცემები