დღის სიახლეები
ერთი წლის განმავლობაში გაძვირებული პროდუქტები
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მორიგი მონაცემი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2021 წლის თებერვალში, გასულ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 6.3 პროცენტი შეადგინა.
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა,- ამის შეასხებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის თებერვალის ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული.
მსგავსი
დღის გადაცემები