ერთპარტიული პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის პროცედურას იწყებს. უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, 51 ოპოზიციონერი დეუტატისთვის განაცხადს საპროცედურო საკთხთა კომიტეტზე 27 და 28 იანვარს განიხილავენ, 2 თებერვალს კი საკითხს კენჭს სესიაზე უყრიან. მმარველ გუნდში ვეღარ მალავენ, რომ ვადებს მაქსიმალურად აჭიანურებენ და ოპოზიციას მოსაფიქრებლად დროს აძლევენ.
თუმცა, ბევრი არ უფიქრიათ „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ 3 დეპუტატს საპარლამენტო უფლებამოსილება 4 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე რეგლამენტის დარღვევით შეუწყვიტეს. „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდვინი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა კანონდარღვევით "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების პარლანტში შესვლაზე დათანხმებას ცდილობს, თუმცა გოჩა თევდორაძის შეფასებით, ამ შემთხვევაშიც კი პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება.
პარლამენტის კარი ყველასთვის ღიაა, - ასეთია მმართველი პოლიტკური გუდის პოზიცია, - ოპოზიციას გაშლილი ხელებით საკანონმდებლო ორგანოში ეპატიჟებიან, თუმცა „ქართული ოცნებისეული“ სტუმართმოყვარეობა ოპოზიციისადმი მხოლოდ განცხადებებში გამოიხატება. ახალი რეგლამეტით, მეათე მოწვევის საპარლამენტო ოპოზიციას მმათველმა გუნდმა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსთან ერთად, სხვა არაერთი უფლებაც ჩამოართვა. კერძოდ, ფრაქციის შექმნისთვის დეპუტატთა რადენობა 7-მდე გაიზარდა, ხოლო უფრაქციო წევრებს დებატებისთვის მხოლოდ 3 წუთი განესაზღვრათ. მათ არც ვიცე-სპიკერის წარდგენის და არც საპარლამენტო დელეგაციებში მონაწილოების უფლება არ აქვთ. საკანონმდებლო ოგანოში 90 დეპუტატით წარმოდგენილ „ქართულ ოცნებას“ კი სრული უმრავლესობა აქვს და შეუძლია კანონები ისე მოირგოს, როგორც ეს მათ პოლიტიკურ გემოვნებას მოუხდება.